ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა სარდალ-სახლთუხუცეს დავით [ორბელიანისადმი], მსაჯულ იასესთვის დიღომში მდებარე ოცი დღის ბეითალმანი სახასო მიწის ბოძების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1778 წ. 27 ნოემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 26/34, 33v-34r
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონი  უΩვ (1778), ნოემბრის კზ (27) .

ბეჭედი
შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 15 იანვარს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.

2. მინაწერი რეგისტრაციის ბოლოს: ,,ნამდვილი წერილი მივიღე თ(ავად)ი მსაჯულის შვილი დავით ბარათოვი".

3. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.

4. ბეითალმანი (არაბ) - ამოვარდნილი, უპატრონო ადგილი, სახლ-კარი; უმემკვიდრეოდ დარჩენილი ამოწყვეტილი ოჯახის ადგილ-მამული.