ქაღალდი
ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი ყავისფერი მელნით
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
მოღწეულია დაზიანებული სახით, რესტავრირებული
ქორონიკონი უმ, ივლისის იბ (12)
1. მეფემ ბართლომეს დაუნიშნა ჯამაგირად წელიწადში ათი მარჩილი თეთრი, გაქრისტიანების და ქრისტიანული წესების შესრულებისთვის.
2. საბუთის V-ზე ახლავს 1768-1782 წწ.-ში ბართლომეზე გაცემული თანხის ნუსხა.
3. მარჩილი - ძველი ქართული ფული = სამი აბაზი ვერცხლის ფული
4. აბაზი — ქართული ფულის ერთეული, ვერცხლის მონეტა. შემოიღო ირანში აბას I-მა (აქედან სახელწოდება). აბაზი სწრაფად გავრცელდა მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ, საქართველოში. აბას I-ის დროინდელი აბაზის წონა 7,8 გ–ს უდრიდა (XVIII საუკუნის ბოლოს 3 გ-მდე შემცირდა). საქართველოში აბაზს ჭრიდნენ XVII საუკუნის I მეოთხედიდან XVIII საუკუნის მიწურულამდე.