ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ოქრომჭედლისშვილის ქვრივისა, ფავლენიშვილის მიერ თავისი გაზრდილი ბუშის და ოცი კოდი პურის წართმევის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ყორიასაულბაშ ზაზასადმი, ხსენებულ საქმეზე სიმართლის დადგენის და იასაულის მიერ სამართლის აღსრულების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1778 წ. 22 აგვისტო
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 31/229, 160v-161r
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში. 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი  უΩვ (1778), აგვისტოს კბ (22).

ბეჭედი
შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1823 წ. ივლისს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.

2. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც. ზოგჯერ დიდი მოხელეები ინიშნებოდნენ იასაულებად განაჩენის აღსასრულებლად.                      

3. კოდი – 1. მარცვლეულის საზომი ერთეული, წონა ათი ლიტრისა, უდრიდა ორ ფუთსა და ¼  2.ხის დიდი ჭურჭელი დამზადებულიგულამოღებული მორისაგან, იხმარებოდა მარცვლეულისა და ფქვილის შესანახად.  

4. ყორიასაულბაში (თურქ.)  - პოლიციის ხელჯოხიანი (,,პყრობისა და რისხვის")  საპატიო მოხელე, იასაულების უფროსი; ეძლეოდა მნიშვნელოვანი საგარეო ხასიათის დავალებები. სავარაუდოდ ყორიასაულბაშებს ელჩებად აგზავნიდნენ მეზობელ ქვეყნებში. ეშიკაღასბაშის მოადგილე.