ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი თეიმურაზ II-ის და ერეკლე II-ისა ამირინდო ამილახვრისა და მისი ბიძაშვილების საერთო მამულის გაყოფის საქმეზე

საუკუნე
XVIII
წელი
1754 წ. 15 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/2401
მასალა

ქაღალდი მოყავისფერო, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
გრაგნილი
ზომები
1657X219
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უმბ (1754) თიბათვის, იე (ივნისის 15), ჩღნდ (1754)

დამტკიცება

თეიმურაზ II, ერეკლე  II, სარდალი ალექსანდრე ციციშვილი, პაატა აბაშიძე, ფარსადან ციციშვილი, სამთავნელი ბენედიქტე

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები

ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები,  ტ.IV, 1972 წ. გვ.432-437

შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1824 წ. 16 აპრილი, სოვეტნიკი შერმაზან აფხაზოვი.

2. შათირი  - შიკრიკი, მალემსრბოლელი. საბა - ,,შათირი არაბთა ენაა ქართულად შიკრიკი ჰქვია“. შიკრიკი არის მხედართ წინამავალი ცხენით; მოგზაური ქალაქიდან ქალაქში, სწრაფად მავალი და უსტართა მიმტანი, მას სამოციქულო ფუნქცია აკისრია. მეჯინიბეთუხუცესის  ხელქვეითი მოხელე  უნდა ყოფილიყო, რადგან მალემსრბოლის , ცხენის მიმოსვლასთან იყო დაკავშირებული (შათირი დედოფლის).