ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა მეგოდრე თარხანა ყორღანაშვილისა, ფარსადან მაჩაბლის მიერ ორი ურემი მარილის და ცხენ-იარაღის წართმევის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ბატონიშვილ ალმასხანისადმი, აზნაურიშვილ ყორღანაშვილის საქმის გარიგებისა და წართმეულის სრულად დაბრუნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1778 წ. 20 აგვისტო
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 47/135, 100rv
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი  უΩვ (1778), აგვისტოს კ (20) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 14 მაისს, სოვეტნიკი თ(ავადი) აფხაზი.

2. მეგოდრე - 1. მოხელე მარცვლეულის ბეგარის ამკრეფი და შემნახავი  2. X ს-ში  ,,საანგარიშო გოდრების“ მცველი. ,,საანგარიშო გოდორი" საქართველოს სამეფოს ყველა დაწესებულებას ჰქონია, სადაც ანგარიში და შემოწმების საბუთები ინახებოდა. მდივანმწიგნობრები წლის ბოლოს საბუთებს მეგოდრეებს აბარებდნენ შესანახად. შეესაბამება დღევანდელ არქივს.

3. აზნაური - პრივილეგირებული მიწათმოქმედი უკვე V ს.-ში, XV ს-დან ძირითადი მასა ფეოდალებისა, პირდაპირ დამოკდებული მეფეზე, თავადებზე და ეკლესიაზე. იყო სამი კატეგორია: სამეფო, სათავადო და საეკლესიო.