ქაღალდი
ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით
ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული
ქორონიკონს ულა(1743), მკათათვის თ (ივლისის 9)
თეიმურაზ II
ბოქაულთუხუცესი (თურქ.) - საპატიო მოხელე; მეფის მხლებელთა უფროსი, ობერპოლიცმაისტერი. ბოქაულთუხუცესი როგორცაღმასრულებელი აპარატისმოხელე ასრულებდა სხვადასხვა სახის ბრძანებებს; ბოქაულების უფროსი. ბოქაულთუხუცესი ეშიკაღასბაშს ექვემდებარებოდა. საპატიო საპოლიციო მოხელე. სასამართლოსა და პოლიციის ბოქაულების უფროსი ობერპოლიცმაისტერი. ბოქაულთუხუცესი როგორც აღმასრულებელი აპარატის მოხელე ასრულებდა სხვადასხვა სახის ბრძანებებს, იღებდა მონაწილეობას სასამართლო გარჩევებში და სისრულეში მოჰყავდა განაჩენები. ბოქაულთუხუცესი როგორც საპოლიციო აპარატის, ისე სასამართლოს მოხელე იყო, ეშიკაღასბაშის შემდეგ პირველი ადგილი ეჭირა და მას ექვემდებარებოდა. მეჯლისის დროს წესრიგს იცავს, იღებდა სტუმრებს და უჩვენებენ შესაფერის ადგილს. იგი საპატიო და შემოსავლიანი სახელო იყო. ბოქაულთუხუცესის თანამდებობა უფრო ძველია ვიდრე ეშიკაღასბაშის (XVI ს-დან იხსენიება). დასავლეთ საქართველოში საპოლიციო აპარატის ხელმძღვანელი ბოქაულთუხუცესი იყო.