ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბარათი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ ზაალ საამისშვილისადმი, ყასაბაშ გიორგისთვის, სამოასილოდან ხორცის ფასად სამი თუმნის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1778 წ. 3 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/3869
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი თეთრი, დაწერილი ყავისფერი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
45X145
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

 ქორონიკონს უΩვ (1778), თიბათვის გ  (ივნისის 3)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა -ნ ბარონი, ბაში - თავი)  – (იგივე მანდატურთუხუცესი) მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.

2. ყაბზი/თარქი (არაბ.) - ხელწერილი, ბარათი, ქვითარი.

3. ბარათი (თურქ.) - 1. პატარა ზომის მიწერილობა, რომლითაც ხელისუფალი ან მებატონე კუთვნილი გადასახადის გადახდას ითხოვს; 2. საბუთი გაცემული ფულისა და გადასახადის აღების უფლების მიცემის შესახებ. ,,ბარათი სხუათა ენაა, მცირე ნაწერს ჰქვიან" - საბა-სულხან ორბელიანის ლექსიკონი, 1881 წ.