ქაღალდი
ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ადგილ-ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უΩვ (1778), მაისის ბ(2)
1. ერეკლე II-ემ განაჩენის აღსრულება გლახა ციცისშვილს დაავალა.
2. გადაწერილი სარგის კაკაბაძის მიერ XX ს-ის პირველ ნახევარში.
3. დედნის აღწერა სარგის კაკაბაძის მიერ: ,,1778 წ. ნათლისმცემლის მონასტრის სიგელი N234; ქაღ. 40½/16¼ სანტ.; ბეჭდები იესესი, ქაიხოსროსი, პაატასი თეიმურაზის და კიდევ ორისა".
4. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) - სამეფოს უმაღლესი მსაჯული; სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.
5.ფარეშთუხუცესი - მეფის სასახლის შინამოსამსახურეთა უფროსი. მეფეს ორი ფარეშთუხუცესი ჰყოლია, ისინი სუფრაჯს წვეულების დროს სუფრის გაწყობაში ეხმარებოდნენ, ხელმძღვანელობდნენ ფარეშებს და სასახლის სხვა მოსამსახურეებს. დედოფალს ერთი ფარეშუხუცესი ჰყავდა. იგი მეფესთან დაახლოებული პირი იყო და მონაწილეობდა სამეფოს მართვაში და საიდუმლო თათბირებში.