ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა, სასამართლო საქმეებში მონაწილეობის მიღების გამო მდივან იესეს მაისის მორიგეობიდან გათავისუფლების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1778 წ. 18 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/823
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
32; 33; 34
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი მოთეთრო, დაწერილი ყავისფერი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
195X160; რესტავრაციის შემდეგ: 205X175
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ერთი და  ორი წერტილი, მძიმე  ადგილ ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უΩვ (1778), მაისის იბ (12)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში.  მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.