ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა გლახა ფალავანდიშვილისა, სახლიკაც გიორგის ბეითალმანი მამულის მისთვის ბოძების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ყორიასაულბაშ ზაზასადმი, მამულის გიორგი ფალავანდიშვილის მფლობელობაში დატოვების შესახებ, გაყიდვის უფლების გარეშე

საუკუნე
XVIII
წელი
1778 წ. 28 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/2628
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი შავი და ყავისფერი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
324X158; რესტავრაციის შემდეგ: 335X171
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ ადგილ 

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უΩვ (1778), მარტის კჰ (28)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. V-ზე ახლავს მდივანბეგ იესე ამილახვრის მოხსენება ფალავანდიშვილების გაყრის თაობაზე.

2.  რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 10 თებერვალს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი. 

3. ბეითალმანი (არაბ) - ამოვარდნილი, უპატრონო ადგილი, სახლ-კარი; უმემკვიდრეოდ დარჩენილი ამოწყვეტილი ოჯახის ადგილ-მამული.

4. ყორიასაულბაში (თურქ.)  - პოლიციის ხელჯოხიანი (,,პყრობისა და რისხვის")  საპატიო მოხელე, იასაულების უფროსი; ეძლეოდა მნიშვნელოვანი საგარეო ხასიათის დავალებები. სავარაუდოდ ყორიასაულბაშებს ელჩებად აგზავნიდნენ მეზობელ ქვეყნებში. ეშიკაღასბაშის მოადგილე.