ქაღალდი
ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი ყავისფერი მელნით
წერტილი ადგილ ადგილ
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული
ქორონიკონს უΩვ (1778), თებერვლის კვ (26)
1. V-ზე ახლავს მელიქ ავეტიქას მოხსენება მეფისადმი, გამოძიების შედეგად დუქნების და სახლის მდივანი იოანესთვის მიკუთვნების შესახებ.
2. ახლავს დიდი ზომის ქანწილი შესრულებული ყავისფერი მელნით.
3. მუჯალამა - განწესება, კანონი.
4. ქალაქი - ,,მრავალი შენობა შუკა-ბაზრებითუღთ; მოზღუდული გალავნით. წოდება თფილის ქალაქისა". სიტყვა ქალაქში ყოველთვის იგულისხმებოდა თბილისი.
5. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.
6. მელიქი (არაბ.) - ქალაქის მმართველი მოხელე, მოურავის ხელქვეითი, ქალაქის თავი, რომელიც მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებდა სამოქალაქო საკითხებში. ევალებოდა ქალაქში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. ეს ტერმინი საქარათველოს სამოხელეო წყობილებაში XVIს-ში შემოვიდა.
7. ქეთხუდი/ქეთხუდა (სპარს.) - პირველი მოქალაქე; პირველი ხარისხის ვაჭარი; სოფლის მამასახლისი; პატივცემული პირი.