ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ნიკოლოზ ამილახვრისშვილისა, ნიკოლოზ აბაშიძის მიერ მისი სადავო მამულის საქმის გამოძიების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მილახვარბაშ ნიკოლოზ აბაშიძისადმი, სოფელ ჭალაში მცხოვრები მოწმეების ჩვენებისა და დაფიცების საფუძველზე ნიკოლოზ ამილახვრისშვილის დავაზე სიმართლის დადგენის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1778 წ. 23 იანვარი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1409
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
19
მასალა

ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
202X158
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ ადგილ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უΩვ (1778), იანვრის კგ (23).

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. მინაწერი V-ზე პოლიევკტოს კარბელაშვილის ხელით: ,,გადაწერილია“.

2. მილახვარი - ამილახვრის (სარდლის) მოადგილე; სამხედრო უწყების მაღალი ჩინის მოხელე. მილახვრის თანამდებობა XVIII ს-ში შემოვიდა მეფე თეიმურაზ II-ის დროს.  იგი საპატიო და გავლენიანი თანამდებობა იყო. მილახვარი სასამართლო საქმეების გარჩევაშიც იღებს მონაწილეობას და ზოგჯერ სამეურნეო ხასიათის ფუნქციაც ჰქონდა.

3. მილახვარბაში - მილახვრების უფროსი.