ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

საეკლესიო ნივთების ,,ნაქურდალის შვიდეულის" წყალობის წიგნი ერეკლე II-ისა ვაქირელ მღვდელ დავით ხელაშვილისადმი

საუკუნე
XVIII
წელი
1738 წ. 8 დეკემბერი.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/3042
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
4
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი წერტილ-მძიმე რამდენიმე ადგილას

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უკვ (1738), დეკემბრის ჰ (8)

დამტკიცება

თეიმურაზ II, ერეკლე II, დედოფალი თამარი, დედოფალი დარეჯანი

ბეჭედი
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

1. მინაწერი: ,,ჩვენ, სიღნაღის უეზდის თავადნი და აზნაურნი, ქვემო ამისსა ხელმომწერნი ჭეშმარიტებით ვმოწმობთ, რომელ ასე გადაწერილი პირი ჭეშმარიტი და უმეტნაკლებო პირი არს მეფე თეიმურაზისგან ბოძებული წყალობის წიგნისა ამის, რომელცა ჩყიბ (1812) წელს სიღნაღის უეზდის სუდსა შინა შეტანილი ქონდა და დაეკარგა აზნაურს მღვდელს სოლომონ ხელაშვილს. ხელს აწერენ - ანდრონიკაშვილები: მერაბი, მიხაილი, იოსები, თომა, თორნიკე; ვაჩნაძეები: ნინია, გარსევანი, სოლომონი (მის მაგიერ ხელს აწერს ომან ვაჩნაძე), ქაიხოსრო, ივანე, დავითი, მიხაილი (მის მაგიერ ხელს აწერს ქაიხოსრო ვაჩნაძე); მღვდელი ზაქარია გომელაური, ქევხა დიმიტრი პოპიაშვილი.

2. რეგისტრირებული რუსული ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 25 მაისს, ზასედატელები: მარშალი იოსებ ვაჩნაძე, ნაცვალოვი, მიხაილოვი.

3. ნაქურდალის შვიდეული  -  (შვიდეული - შვიდი ერთეულის შემცველი), შვიდეულად - ერთი შვიდად, შვიდმაგად, უმეტესად გადასახადები; დამსახურებული პირის გაქურდვის შემთხვევაში , ქურდის მიერ მოპარულის შვიდეულად  (შვიდმაგად) ანაზღაურება.