ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი მდივანბეგების და ერეკლე II-ისა ნაზირ იოანეს, ბეჟან ყორჩიბაშისშვილისა და ცაგულაშვილის სადავო მიწების სამად განაწილების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1777 წ. 23 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/872
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
6, 61, 71
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი  რამდენიმე ადგილას

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უΩე (1777), მარტის კგ  (23)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) -  სამეფოს უმაღლესი მსაჯული, უფროსი მოსამართლე; სასამართლოს თავმჯდომარე, მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.

2. ნაზირი (არაბ.) - იგივე ეზოსმოძღვარი. შემოიღეს მეფე როსტომის დროს.სახლ-კარის ზედამხედველი; ეზოს მოძღვარი; მეთვალყურე მეფის ხარჯისა და დარბაზის რიგისა. სამეურნეო ფუნქციების მოხელე; სალაროს ნაზირი, ქარხნის ნაზირი, ჩარფა ნაზირი (უმიკაშვილისა და ჩუბინაშვილის  განმარტებით ,,ოთხფეხთა ზედამხედველი არის“) მისი საქმიანობა დაკავშირებულია მეფის მეცხენეობასთან და მეცხვარეობასთან (სარგო წელიწადში ერთი კვიცი). განაგებდნენ მეფის საწყობებს. ამარაგებდნენ სასახლეს, აგროვებდნენ გადასახადებს. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს.