ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბარათი ერეკლე II-ისა ნიკოლოზ თუმანიშვილისადმი, სურამის ციხის მცველებისათვის მარილის ბაჟიდან ექვსი კოკა ღვინის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1777 წ. 14 დეკემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი  

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/2751
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
60X157; რესტავრაციის შემდეგ: 60X157
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უΩე (1777), დეკამბრის იდ (14)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ბაჟი- 1. გადასახადი მზა საქონლისა, რომელიც გასაყიდად გაჰქონდათ   . 2. გადასახადი სახელმწიფოში შეტანილ და გატანილ საქონელზე  1639 წ. მეფე როსტომმა შემოიღო კანონი ბაჟის შესახებ - ვაჭრობის განვითარებისა და მოწესრიგების მიზნით თბილისში შემოსულ საქონელზე ბაჟის ნიხრი დაწესდა - ტვირთის ხარკი (საბა-სულხან ორბელიანი. ლექსიკონი. 1881 წ.).

2. ბარათი (თურქ.) - 1. პატარა ზომის მიწერილობა, რომლითაც ხელისუფალი ან მებატონე კუთვნილი გადასახადის გადახდას ითხოვს; 2. საბუთი გაცემული ფულისა და გადასახადის აღების უფლების მიცემის შესახებ. ,,ბარათი სხუათა ენაა, მცირე ნაწერს ჰქვიან" - საბა-სულხან ორბელიანის ლექსიკონი, 1881 წ.

3. კოკა - 1. წყლის ჭურჭელი; 2. საწყაო ღვინის  უდრიდა 12 თუნგს, თუნგი - ღვინის ჭურჭელი, საწყაო ღვინისა, კოკის მეათედი; 3 თუნგი = 1 ჩაფი; თუნგი = 1 ლიტრა.