ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა მოხელეებისადმი, უქმე დღეებში მორიგე იასაულების მიერ საყარაულოდ დაყოფილი სასოფლო გზების დათვალიერების და ნარბევის შემოსავლის იასაულებსა და სოფლებს შორის განაწილების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1777 წ. 13 სექტემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/3632
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
6, 7
მასალა

ქაღალდი  ყავისფერი, დაწერილი ყავისფერი მელნით

კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
207X115; რესტავრაციის შემდეგ: 225X134 
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უΩე (1777), ენკენისთვის იგ (საქტემბრის 13)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ნარბევი - აკლებული, ნატაცები, წართმეული სასჯელი ურჩობისთვის.

2. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც. ზოგჯერ დიდი მოხელეები ინიშნებოდნენ იასაულებად განაჩენის აღსასრულებლად.