ქაღალდი
ქაღალდი მოყავისფერო, დაწერილი ყავისფერი მელნით
წერტილი და მძიმე ადგილ ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი უΩე (1777), აგვისტოს 20
1. ექსცერპტი, ფ.1451/3-10, გვ.93r, ნიქოზის ეკლესია.
2. მიმბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი, მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ. მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი. XVIII-ის II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის უფროსებად მინბაშები დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა. მაშასადამე ისინი ციხის უფროსობის გარდა ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ და სამხედრო უწყების საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა.
3. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) - სამეფოს უმაღლესი მსაჯული; სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.