ქაღალდი
ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ადგილ ადგილ
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული
ქორონიკონს უÁე (1777), ივნისის კა (21)
1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1827 წ. 7 აპრილს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.
2. მინაწერი ფანქრით: 1777, მოურავისა".
3. პირი, ფ.1461, 8/37, გვ.17.
4. ნარბევი - წანართმევი; გადასახადი აღებული ურჩი გადამხდელისგან.
5. მოურავი - ეკონომო, მეურვე, დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. იფი სამეურნეო ხასიათის ფუნქციას ასრულებდა და საბუთებში გვხვდება X-XI სს-იდან. XVIII ს-ში მოურავის როგორც მოხელის ფუნქცია გაიზარდა. იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში. ევალებოდა მართვა და კონტროლი; ნიხრის დაწესება გასაყიდ საქონელზე; ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. ქართლსა და კახეთში 38-38 მოურავი იყო. მას ექვემდებარებოდნენ მელიქი, მამასახლისი, ნაცვალი, ქევხა; ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.
6. ულუფა - სარჩო, გარდაკვეთილი საზრდო; ჯამაგირი ხორაგით; დღიური სარჩო.