ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა დათუა ხერხეულიძისადმი, გარდაცვლილ მინბაშ გოგია [ამილახვრის] და [ცხინვალელ] ავეტიქას სადავო ვენახის მინბაშ გოგიას ოჯახისთვის მიკუთვნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1777 წ. 25 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 13/136, 108rv
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი  უΩე(1777), აპრილის კე (25) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1822 წ. 12 ააპრილს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.

2. მიმბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი, მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ.  მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. მინბაშს ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია  და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი.  XVIII-ის  II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის  უფროსებად მინბაშები  დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა. მაშასადამე ისინი ციხის უფროსობის გარდა  ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ და სამხედრო უწყების საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ  ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა.