ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონი უჰე (1777), იანვრის კზ (27)
1. ახლავს იმავე წლის 2 თებერვლის მდივანბეგების განაჩენი, დეკანოზის შვილების ქალაქის სარდალ-მოურავ დავითისთვის მიკუთვნების შესახებ.
2. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1828 წ. 9 ოქტომბერს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.
3. ეშიკაღასბაში – (იგივე მანდათურთუხუცესი) მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა განაჩენების სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის (ორი) და არმის (ორი). ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში შემოვიდა მეფე როსტომის დროს. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.