ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ ზაალისადმი, თირის მონასტრის შეწირული ყმების ხელშეუხებლობის და უკვე გაყიდული ყმების უკან დაბრუნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1777 წ. 24 იანვარი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
ექსცერპტი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1451/1-31, 261r-262r
მასალა

ქაღალდი მწვანე, დაწერილი ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

დამტკიცება

ქორონიკონი  უΩე  (1777), იანვრის 24

ბეჭედი
გამოცემები
შენიშვნა

1. მეფე ერეკლეს ბრძანება სამონასტრო ყმების დაბრუნების შესახებ ბატონიშვილებსაც ეხებოდათ.

2.  ბრძანებას ახლავს გაყიდული ყმა-მამულის ნუსხა.

3. ექსცერპტი, ფ.1451/1-31, გვ.261 r-262r, თირის ღმრთისმშობლის  ეკლესია.

4. ექსცერპტი - საბუთის მოკლე შინაარსი.

5. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა - ბატონი, ბაში - თავი)  – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.