ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა არაგვის მოურავ ქაიხოსრო ჩოლაყაშვილისადმი, გერგეტელების ცხენის ბეგარისგან გათავისუფლების და ხატის ყმებად გამოცხადების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1772 წ. 22 იანვარი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/54, გვ166
მასალა

ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი  უΩ (1776), იანვრის კბ (22) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: დედანი, ზომა 24,8X10,6, დაწერილი მოთეთრო ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდეგ ნახმარია ორ-ორი ან სამ-სამი წერტილი", ხეც. Hd 13807.

3. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.