ქაღალდი
ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონს უΩდ (1776), აგვისტოს ბ (2)
1. ხალათი/ხალათის მიცემა - ტანისამოსის ან ფულის ჩუქება ჯილდოთ, რაიმე დამსახურებისთვის; ,,ხალათი გამარჯვების“ (ხალათათ მოგცე ორი თუმანი).
2. მიმბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ. მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე-სიმაგრე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი. XVIII-ის II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის უფროსებად მინბაშები დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა. მაშასადამე მინბაშები ციხის უფროსობის გარდა ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ. ისინი სამეფო სამხედრო უწყების მოხეელები და საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა
3. პირი, ფ. 1461, 5/12, გვ.5r.