ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება განაჩენით, ერეკლე II-ისა საგარეჯოს მოურავ იორამისადმი, ოქრომჭედელ გიორგი ბეჟიაშვილისთვის მიკუთვნებული კოკონაური ვენახის, ქალაქში სახლისა და ორი დუქნის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1751 წ. 18 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1461, 14/213, 94r-95v
მასალა

ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 ერთი და ორი წერტილი, მძიმე ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი  ულთ (1751), მაისის იჰ (18)

დამტკიცება

 გიორგი XII

ბეჭედი
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

1. 1799 წ. განაჩენის ხელახალი განხილვით მეფე გიორგი XII სოლომონ II-ის და დავით დადიანის შუამდგომლობით მამის მამულსა და სხვა ქონებას უმტკიცებს დავით ოქრომჭედლიშვილს.

2. მინაწერი გადამწერის ხელით ,,ქართველიშვილი ყოფილა“.

3. საბუთი გადაწერლია პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ 1888-1898 წწ.-ში.

4. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.