ქაღალდი
ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი უΩდ (1776), ივნისის ივ (16)
1. ერეკლე II-ის მინაწერი ოქმზე: ..რიგი და მართებულიც არის და ბუნებითი რჯულიც ასე მამცნებს, რომ აყრილი კაცი და დაკარგული დაღისტნიდამ, შუშადამ, ერევნიდამ, ახალციხიდამ, ჯავახეთიდამ თუ იმერეთიდამ ვინც მოიყვანს იმისი იქნება და ჩვენი სამართალი ასეც მოქმედებს და ამაშიც ვართ".
2. რეგისტრირებულია რუსული ადმინისტრაციის მიერ მიერ 1822წ. 12 აპრილს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.
3. მიმბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ. მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე-სიმაგრე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი. XVIII-ის II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის უფროსებად მინბაშები დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა. მაშასადამე მინბაშები ციხის უფროსობის გარდა ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ. ისინი სამეფო სამხედრო უწყების მოხეელები და საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა.