ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით
ორი წერტილი ტექსტის ბოლოს
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი ულთ (1751), თებერვლის ვ (6)
1. რეგისტრირებულია რუსული ადმინისტრაციის მიერ 1825 წ. 25 ნოემბერს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.
2. მინაწერი რეგისრტაციაზე: ,,ასლი სიგელი მივიღე სოფიო ოქრომჭედელოვმა".
3. ტექსტში ოქრომჭედელი გიორგი გვარით არ იხსენიება. მისი გვარი აღდგენილია 1450, 52/30 საბუთის მიხედვით, სადაც გიორგი ბეჟიაშვილი უკვე მეფის კარის ოქრომჭედლად არის დასახელებული.
4. პირი,ფ.1461, 14/191, 31v.
5. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.