ქაღალდი
ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ყავისფერი და შავი მელნით
წერტილი ადგილ ადგილ
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული
წელსა ჩღოვ (1776), ქორონიკონს უΩდ (1776), თებერვლის კე (25)
1. დიდი ზომის ქანწილი შესრულებული შავი მელნით.
2. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 27 აგვისტოს, N205.
3. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი. აღა -ნ ბარონი, ბაში - თავი) – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და არმის/სასახლის (ორი). ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი. ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ.
4. ხევისთავი - ადრეული მპარავთმძებნელისა და შემდეგი პერიოდის მეკობრეთმძებნელის შემცვლელი მოხელე. მისი მოვალეობა იყო დამნაშავის დევნა-აღმოჩენა. მას შეეძლო თავისი რაზმით შეჭრილიყო სოფელში და თავისი შეხედულების მიხედვით დაესაჯა ყველა, ვისაც საჭიროდ ჩათვლიდა. ეს სახელო მსხვილი ფეოდალების ხელში იყო. ხევისთავის სასამართლო მხოლოდ სოფლებისთვის იყო გათვალისწინებული. იგი იცავდა მემამულეებს ყმების ხელყოფისაგან, არჩევდა სოფლებში ქურდობის საქმეებს. იგი სოგლის მოსამართლე იყო და სისხლის სამართლის საქმეებს არჩევდა.