ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ბანდა ეშიკაღასბაშ ზაალ ვახვახიშვილის, სიდედრის მზითევში მოყოლილი მამულის და შემოსავლის წართმევის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მომჩივანისთვის მამულის დაბრუნების და ხელშეუხებლობის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1775 წ. 2 დეკემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/405
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
142, 1
მასალა

ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
 239X160; რესტავრაციის შემდეგ: 255X178
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უΩგ (1775), ნოემბრის კა (21).

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ზაალ ეშიკაღასბაში ითხოვს გარდაცვლილი სიდედრის ბატონიშვილ ხვარაშანის მზითევში ნარგებ მამულს. 

2. ბანდა/მონა - დიდებულები თავის თავს უწოდებდნენ მეფესთვის მიწერილ არზაში ან რაიმე მოხსენებაში, მეფისადმი პატივისცემის გამოსახატავად.

3. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა - ბატონი, ბაში - თავი)  – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.

4. მზითვის წიგნი - ქონების აღმნუსხველი და პირობის შემცველი საბუთი, რომელსაც ქალიშვილს გათხოვებისას ატანდნენ ქმრის ოჯახში, რომელშიც ზოგჯერ კანონით გათვალისწინებული წესები იყო განსაზღვრული.

5. ექსცერპტი, ფ.1451/1-142, გვ.237v, ნათლისმცემლის უდაბნოს ეკლესია.