ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი მდივანბეგებისა, ეშიკაღასბაშ დიმიტრი და მდივანბეგ მზეჭაბუკ ორბელიანების და აღსაყალ თაქლას სადავო ყმების საქმეზე

საუკუნე
XVIII
წელი
1766 წ. 15 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 10/177, 201rv
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
225X118
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში. 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უნდ (1766), მარტის კბ (22).

დამტკიცება

ერეკლე II

ბეჭედი
გამოცემები

ისიდორე დოლიძე. ქართული სამართლის ძეგლები,, ტ.IV, 1972 წ. გვ.528-529.

შენიშვნა

1. აღსაყალი/აღსაყალუ (სპარ. თეთრ-წვერა) – უფროსი, პატივსაცემი, საპატიო კაცი; მამასახლისი.

2. ქემხა/ქევხა (სპარს..) – მამასახლისი, მოურავის ქვეშევრდომი სოფლად; დაბალი რანგის მოხელე; სასამართლოს გადაწყვეტილების აღმსრულებელი; სოფლის ქემხა გზირზე მაღალი თანამდებობის იყო და სოფლის მამასახლისის ფუნქციები ჰქონდა.

3. ელი (არაბ.) – მომთაბარე, ქოჩად მოსიარულე მთის ხალხი, უმეტესად მეჯოგეები.  

4. ეშიკაღასბაში – (იგივე მანდათურთუხუცესი) მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა განაჩენების სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის (ორი) და  არმის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი  XVII ს-ში შემოვიდა მეფე როსტომის დროს. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან. 

5. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) - სამეფოს უმაღლესი მსაჯული; სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.