ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა მდივნის შვილ მანუჩარის, თელაველი ობოლი ბიჭის მსახურად აყვანის ნებართვის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მორდალ სოლომონისადმი, მანუჩარისთვის ყმის ბოძების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1775 წ. 20 ნოემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1418
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
161
მასალა

ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი შავი და ყავისფერი მელნი

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
167X108
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

 ქორონიკონს უΩგ (1775), გიორგობის კ (ნოემბრის 20)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთს ახლავს 1777 წ. 25 მაისის მოხსენება მორდალ გოგიასი, თუმანიშვილისთვის მსახურის მიუცემლობის მიზეზის  შესახებ;   ხსენებული ბიჭი იმყოფებოდა მადანჩის შეგირდად და კანონი ითვალისწინებდა მის ხელშეუხებლობას.

2. მორდარი/მურდარი/მორდალი(სპარს.) - სამეფო და სამდივნო ბეჭდების მცველი და საბუთზე ბეჭდის დამსმელი. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს.  XVIII ს-ში ორი მორდარი ყოფილა ერთი ქართლში და მეორე კახეთში. ერთადერთი მოხელეა ვისაც ბეჭედი ებარა. მორდარი ჰყავდა დედოფალსაც და მეფესაცჰგავს მუსტოფის სარგოს. მორდარი ჰყავდა დედოფალსაც და მეფესაც.

3. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში.  მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.