ქაღალდი
ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი ადგილ ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონს უΩგ (1775), ღვინობისთვის კგ (ოქტომბრის 23).
ნაზირი (არაბ.) - იგივე ეზოსმოძღვარი. შემოიღეს მეფე როსტომის დროს. ერთ-ერთი მოხელე მეფის კარზე, მეფის სალაროს ზედამხედველი; სახლ-კარის ზედამხედველი; ეზოს მოძღვარი; მეთვალყურე მეფის ხარჯისა და დარბაზის რიგისა. სამეურნეო ფუნქციების მოხელე; სალაროს ნაზირი, ქარხნის ნაზირი, ჩარფა ნაზირი (უმიკაშვილისა და ჩუბინაშვილის განმარტებით ,,ოთხფეხთა ზედამხედველი არის“) მისი საქმიანობა დაკავშირებულია მეფის მეცხენეობასთან და მეცხვარეობასთან (სარგო წელიწადში ერთი კვიცი). განაგებდნენ მეფის საწყობებს. ამარაგებდნენ სასახლეს, აგროვებდნენ გადასახადებს. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს.