ქაღალდი
ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი ყავისფერი მელნით
წერტილი რამდენიმე ადგილას
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უΩგ (1775), ღვინობისთვის კბ (ოქტომბრის 22)
1. ამონარიდი ოქმიდან: ,,მადანჩები რომ ჩვენს ქვეყანაში გამრავლდეს, მტრისაგან ჩვენი ქვეყნის მორჩენა ამას შეუძლია; რომელიც ამ ხელობას ისწავლის თავის ოჯახს გაამდიდრებს. ჯერ ამის გემო არ იციან, თვარემ კიდეც შემოგვეხვეწებიან. ამის ოსტატი წელირადში სამოცს-ოთხმოცს თუმანს აიღებს და ამის უკეთესი მოგება გლეხკაცისთვის სხვა რა უნდა იყოს…".
2. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი - მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, საბუთებში გვხვდება XV ს-იდან.
3. მადანჩი/მადანჩა - მადნის მთხრელი, მემაღაროე.