ქაღალდი
ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ადგილ-ადგილ
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული
ქორონიკონს უΩგ (1775), ღვინობისთვის ზ (ოქტომბრის 7)
1. მესტუმრე/მემანდარი - 1. მეფის კარის მოხელე. ექვემდებარებოდა ეშიკაღასბაშს. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით XVII ს.ში მეფე როსტომმა მესტუმრეს მემანდარი უწოდა და მას შემდეგ საბუთებში ორივე ტერმინი გვხვდება ერთი და იგივე მნიშვნელობით. მესტუმრის საზრუნავი სტუმრები ძირითადად უცხო ქვეყნიდან ჩამოსულები იყვნენ. მათ მოვალეობას სტუმრებზე ზრუნვა, მათი გაცილება და გზაზე შესაფერისი დახმარების აღმოჩენა შეადგენდა. რადგან მესტუმრე უცხოელ სტუმრებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მის ფუნქციებში სამეფოს საგარეო ურთიერთობის საკითხების მოგვარებაც შედიოდა და ხშირად სხვა ქვეყნებშიც აგზავნიდნენ გარკვეული დავალების შესასრულებლად. 2. მოხელე, რომელიც უძღვება მეფის სტუმრებს, მესუფრე. იგი ღებულობდა საჩუქრებს სოფლებიდან, რომლებიდანაც გადასახდელები იკრიფებოდა გამვლელი სტუმრების სასარგებლოდ: სოფლელები გამყოლს საჩუქარს აძლევდნენ იმისთვის, რომ გადასახდელებით ძალიან არ შეეწუხებინათ ისინი. ყველაზე დიდი შემოსავალი ასეთი გამყოლებისთვის იყო უკან დაბრუნებისას სტუმრისაგან მიღებული საჩუქარი. გადმოცემით საქართველოში XVIII ს-ში ყოფილა შვიდი მემანდარი.
2. დარბაზბატონი - დიდი მოხელე, მეფის კარის სათათბიროს წევრი
3. დარბაზი - სახელმწიფო სათათბირო, მთავრობა, შედგებოდა ხუთი კაცისაგან; მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი, ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი და მეჭურჭლეთუხუცესი
4. ჩაფარი - (სპარს.) შიკრიკი, დაბალი ჩინის პოლიციელი, მალემსრბოლი, კურიერი. აგზავნიდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საიდუმლო ამბების გასაგებად. ,,ჩაფრათ კაცი გაგვიგზავნია“, ,,ჩაფრულად გვაცნობე“
5. პირი, ფ. 1461, 5/2, გვ.1r.