ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი მონაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ადგილ ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი უΩგ (1775), ენკენისთვის ა (სექტემბრის 1)
1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1840 წ. 24 თებერვალს N217.
2. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.
3. აზნაური - პრივილეგირებული მიწათმოქმედი უკვე V ს.-ში, XV ს-დან ძირითადი მასა ფეოდალებისა, პირდაპირ დამოკდებული მეფეზე, თავადებზე და ეკლესიაზე. იყო სამი კატეგორია: სამეფო, სათავადო და საეკლესიო.
4. საკომლო - ერთი კომლი გლეხის სამყოფი მიწა-წყალი და მისი გამოსაღები; გარკვეული მიწის საზომი ერთეული.