ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი ყავისფერი მელნით
წერტილი ორგან
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული
ქორონიკონს უΩგ (1775), ივლისის ბ (2)
1. აზატი (სპარს) - თავისუფალი, გათავისუფლებული ყმა.
2. აზატობის წიგნი - ყმობისგან გათავისუფლების წიგნი.
3. აზნაური - პრივილეგირებული მიწათმოქმედი უკვე V ს.-ში, XV ს-დან ძირითადი მასა ფეოდალებისა, პირდაპირ დამოკდებული მეფეზე, თავადებზე და ეკლესიაზე. იყო სამი კატეგორია: სამეფო, სათავადო და საეკლესიო.
4. ნაცვალი - მოხელე, ვისიმე მოადგილე. ნაცვლებად მცირე შეძლების აზნაურები ინიშნებოდნენ. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ ქალაქში წესრიგის დაცვას; სოფლად - მოურავის მოადგილე. ამასთანავე ევალებოდათ უცხო ქვეყნებში წამსვლელ-მომსვლელთა თვალის მიდევნება, რის შესახებაც ყოველდღიურ ანგარიშს აბარებდა მოურავს. გარდა ამისა ევალებოდა ვაჭრების მიერ ვაჭრობის წესების დაცვის მეთვალყურეობა. იგი წესრიგს ამყარებდა დოღისა და საერთოდ საზოგადოებრივი გართობის ადგილებში. მას ზომები უნდა მიეღო ხანძრისა და ეპიდემიების შემთხვევაში.
5. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.