ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბარათი ერეკლე II-ისა ლაშქარნივის მანუჩარისადმი, მეფის ანგარიშიდან ბეჟან პეტრიაშვილისთვის ერთი თუმნის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1775 წ. 29 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1985
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
80X125
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უΩგ (1775), ივნისის კთ (29)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. მინაწერი v-ზე: ,,ქ. ქიტესა ამბარდანს მიეცა".

2. ამბარდანი/ამბარდარი - (სპარს) ზედამხედველი მარცვლეულის სათავსოსი, მუჯირი, მნე. სამეურნეო ხასიათის მოხელე; კოდის პურის გადასახადის და ქათმის ამკრეფების ,,მეკოდისპურეების“ უფროსი, რომელსაც საწყობი ებარა.  ამბარდანი დედოფალსაც ჰყავდა. 

3. ბარათი (თურქ.) - 1. პატარა ზომის მიწერილობა, რომლითაც ხელისუფალი ან მებატონე კუთვნილი გადასახადის გადახდას ითხოვს; 2. საბუთი გაცემული ფულისა და გადასახადის აღების უფლების მიცემის შესახებ. ,,ბარათი სხუათა ენაა, მცირე ნაწერს ჰქვიან" - საბა-სულხან ორბელიანის ლექსიკონი, 1881 წ.

4. ლაშქარნივისი– ,,საქართველოს სამხედრო კანცელარიის მოხელე, ლაშქრის მწერალი და ანგარიშის შემნახველი" - ჩამოყალიბდა ერეკლე II-ის მიერ ჩატარებული სამხედრო რეფორმების შედეგად; ევალებოდა მოსახლეობის აღწერა, ჯარში გასაწვევი ხალხის სიების შედგენა, სამხედრო ხასიათის მიმოწერის წარმოება, ჯარისთვის ჯამაგირის გაცემა; XVIII ს-ში  ქართლ-კახეთის სამეფოში ექვსი ლაშქარნივისი ყოფილა.