ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა თავლიდარ ფარსადანისა, მეიდანზე ძველი შენობების ნგრევაში მოყოლილი დუქნების სანაცვლოდ, ადგილის და დუქნის ასაშენებელი მასალის მიცემის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა სარდალ-სახლთუხუცეს დავითისადმი, ფარსადანის სრულად დაკმაყოფილების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1775 წ. 13 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450,1/38, 62rv
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი  უΩგ(1775), თიბათვის იგ (ივნისის 13)

ბეჭედი
შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 19 ივნისს, სოვეტნიკი თეიმურაზ ბაგრატიონი.

2. თავლიდარი- მოხელე, რომელიც იბარებდა სამეფო შემოსავალს   როგორც ნატურით ისე ფულად  და აწარმოებდა ანგარიშს. მოლარეთუხუცესის თანაშემწე. საბა მას ქართულად გამგეთუხუცესს უწოდებს. პ. უმიკაშვილი - ,,მოხელე შემოტანილ-შემოსატანის, შემოსავლის, ნივთის ანუ ფულის მიმღებელი, მბარებელი“. იგი სამეურნეო ხასიათის მოხელეა, მმართველობის სამეურნეო და საფინანსო ხასიათის დარგში.

3. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.