ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა იასაულ მანუჩარ ყორღანაშვილისადმი, მოწმეთა ჩვენებით ერევნიდან მოსული სადავო ყმის ფეიქარ ავაქას მზეჭაბუკ ორბელიანისათვის მიკუთვნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1775 წ. 12 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 18/45, 52v-54v
მასალა

ქაღალდი ლურჯი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩგ (1775), მაისის იბ (12)

ბეჭედი
შენიშვნა

1. ბრძანებას ახლავს მოწმეთა ჩვენებები, რომ ფეიქარი ავაქა ყოველთვის მზეჭაბუკ ორბელიანს  ეკუთვნოდა.

 2. რეგისტრირებული რუსული ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 24 ივლისს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.

3. ასლის სისწორეს ადასტურებს თეიმურაზ ბაგრატიონი.

4. მინაწერი რეგისტრაციაზე: ,,ნამდვილი წერილები მივიღე, კნეინა თინათინ ორბელიანი".

5. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც. ზოგჯერ დიდი მოხელეები ინიშნებოდნენ იასაულებად განაჩენის აღსასრულებლად.