ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა პაპუა თუმანიშვილისადმი, თბილელ ქრისტეფორეს თანხიდან ახტალის მადნის პირობების გასაუმჯობესებლად მუშრიბ დავითისა და სოჰბათ ბეჟანისთვის თეთრის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1775 წ. 7 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/2444
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
106X102; რესტავრაციის შემდეგ: 139X136
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უΩგ (1775), მაისის ზ (7)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ოქმს V-ზე ახლავს1775 წ. 8 მაისის ბარათი  მუშრიბ დავითის პაპუასაგან  ახტალის ,,მადნის ხარჯად ოცდარვა თუმანი და   და  ორმოცდაათი შაური ქალაქის ოთხდანგიანი სირმა აბაზის"  მიღების შესახებ.

2. მუშრიბი (არაბ. - კომენტარი)- მწერალი, მოანგარიშე, ზედამხედველი; მოხელე, რომელიც აწარმოებდა, როგორც სამეფო კარის, ასევე დიდმოხელეების მიმოწერას და შემოსავლების ანგარიშს.  

3. სოიბათი/ სოჰბათი/სოჰბათიასაული -  საპატიო მოხელე იყო და იხსენიება ბოქაულთუხუცესთან ერთად. წვეულების დროს ისინი ხელმძღვანელობდნენ საჭმლის მიწოდებას, ასრულებდნენ  სხვადასხვა ხასიათის განკარგულებებს. მათ ,,ხელჯოხიანთა“ ფუნქციები ჰქონდათ, ზოგჯერ კი სამეურნეო ხასიათის ფუნქციებს ასრულებდნენ. სოიბათიასაული საპოლიციო აპარატის მოხელე იყო და თავისი საქმიანობით საიასაულო საქმეებთან იყო დაკავშირებული.