ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ქაიხოსრო გაბაშვილისა, იედიგარაშვილის მიერ წართმეული მამულის დაბრუნების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ დიმიტრისადმი, სასამართლოში საქმის სამართლიანად გარჩევის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1775 წ. 16 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/3099
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
77
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი ყავისფერი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
346X218
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უΩგ (1775), აპრილის ივ (16)

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთს ახლავს იმავე წლის 24 აპრილის მდივანბეგების განაჩენი გამოტანილი თეიმურაზ II-ის მიერ გაცემული სამარლის საფუძველზე, რომლის ძალით   მამული გაბაშვილებს მიაკუთვნეს.

2. მეფე ერეკლეს მინაწერი ოქმზე:  ,,ესენი ასეთი მწარე ობლები არიან ამათზედ სისწორით ძალიან გაისარჯეთ“.

3. მინაწერი საბუთის ბოლოს: ,,ასლთან თანასწორ არს სოვეტნიკი თ(ავად)ი  გაბრიელ რატიევი".

4. პირი, ხეც, Qd 779.

5. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა - ბატონი, ბაში - თავი)  – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.