ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ბოქაულთუხუცეს იოთამ შაბურისშვილისა, ბატონიშვილებთან სამსახურისა და სახელოს შენარჩუნების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ის ბატონიშვილების: გიორგი და ლეონისადმი, იოთამ შაბურისშვილს ერთგულების სანაცვლოდ მამა-პაპეული სახელოს სრულად შენარჩუნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1775 წ. 5 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 13/74; 60v-61r
მასალა

ქაღალდი ლურჯი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩგ (1775), მარტის ე (5)

დამტკიცება

მეფის ძე ლეონი

ბეჭედი
გამოცემები

1. ისიდორე დოლიძე. ქართული სამართლის ძეგლები, ტ.VII, 1981 წ.  გვ.281

2. ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.102

შენიშვნა

1. რეგისტრირებული რუსული ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 10 ივლისს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.

2. ბოქაულთუხუცესი (თურქ.) - საპატიო მოხელე; მეფის მხლებელთა უფროსი, ობერპოლიცმაისტერი. ბოქაულთუხუცესი როგორცაღმასრულებელი  აპარატისმოხელე ასრულებდა სხვადასხვა სახის ბრძანებებს; ბოქაულების უფროსი.  ბოქაულთუხუცესი ეშიკაღასბაშს ექვემდებარებოდასაპატიო საპოლიციო მოხელე. სასამართლოსა და პოლიციის ბოქაულების უფროსი ობერპოლიცმაისტერი.  ბოქაულთუხუცესი როგორც აღმასრულებელი  აპარატის მოხელე ასრულებდა სხვადასხვა სახის ბრძანებებს,  იღებდა მონაწილეობას სასამართლო გარჩევებში და სისრულეში მოჰყავდა განაჩენები. ბოქაულთუხუცესი როგორც საპოლიციო აპარატის, ისე სასამართლოს მოხელე iyო,  ეშიკაღასბაშის შემდეგ პირველი ადგილი eჭიra და მას ექვემდებარებოდა. მეჯლისის დროს წესრიგს იცავს, იღებს სტუმრებს და უჩვენებენ შესაფერის ადგილს. იგი საპატიო და შემოსავლიანი სახელოა. ბოქაულთუხუცესის თანამდებობა უფრო ძველია ვიდრე ეშიკაღასბაშის (XVI ს-დან იხსენიება). დასავლეთ საქართველოში საპოლიციო აპარატის ხელმძღვანელი ბოქაულთუხუცესი იყო. ეშიკაღასბაშის სახელო არ არსებობდა.

3. სახელო - მოხელის მიერ შესასრულებელი მოვალეობა. თანამდებობა (ეს ტერმინი შემოვიდა XIX ს-ში).