ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა მდივან იესესი, სამდივნო შემოსავლიდან წილის მიღების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მდივანი სულხანისადმი, მდივნებს შორის სამდივნო შემოსავლის განწესების მიხედვით განაწილების და იესესთვის თავის წილის სრულად მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1775 წ. 7 იანვარი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი 

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/5271
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
1, 17
მასალა

ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
 243X132
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 წერტილი ადგილ ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უΩგ (1775), იანვრის ზ (7)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში.  მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.

2. სამდივნო - ანუ კანცელარია, როგორც განსაკუთრებული დაწესებულება არ არსებობდა. სამდივნოში იგულისხმებოდა მდივნები, რომლებიც ახორციელებდნენ სხვადასხვა ხასიათის მიმოწერას, საბუთების შედგენას.