ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

წერილი ერეკლე II-ისა მესტუმრისა და რევაზ ამილახორისთვის ახალციხის ფაშასთან შერიგების, თავისუფალი მგზავრობისა და ნებადართული ვაჭრობის შეტყობინების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1774 წ. 30 დეკემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/383
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
112, 43
მასალა

ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
240X155; რესტავრაციის შემდეგ: 245X170
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ ადგილ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უΩბ (1774), დეკემბრის ლ (30).

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. მინაწერი მარცხენა აშიაზე: ,,რევაზი".

2. ვაჭარი - კერძო სავაჭროს პატრონი, რომელიც სხვის ნაწარმოებ საქონელს ყიდის მოგების მიღების მიზნით. ადრეულ საქართველოში ვაჭრობის ცენტრი თბილისი იყო;  ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით ქართლში სულ 14 მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი არსებობდა. აქედან ორი ძირითადი პუნქტი იყო თბილისი და გორი. XVII-XVIII სს-ში თბილისში  200 სავაჭრო დუქანი იყო. თბილისელი ვაჭარი იხდიდა მახტას - 5 მინალთუნი თვეში. კარგად იყო განვითარებული  საგარეო ვაჭრობა; საქონელი გაჰქონდათ ევროპისა და აზიის ქვეყნებში.

3. მახტა/მახთა - გადასახადი მომთაბარე ან ქალაქის მოსახლეობაზე შეწერილი გამოსაღები პურით ან ფულით.