ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ყაფიჩიბაშ თამაზ თურქისტანიშვილისა, ტყვეობიდან დაბრუნებული ყმების ძმები ზაზიასშვილების ურჩობის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ზაზიაშვილებისადმი, მეფის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო მათი ისევ ძველ მებატონესთან დატოვების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1774 წ. 2 ოქტომბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 10/110, 120v-121v
მასალა

ქაღალდი ლურჯი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

 ქორონიკონსა უΩბ (1774), ღვინობისთვის ბ (ოქტომბრის 2).

ბეჭედი
შენიშვნა

1. ყაფიჩი (ოსმ.) -  მცველი, მეკარე, საპოლიციო აპარატის ხელჯოხიანი დაბალი ჩინის მოხელე (პოლიციელი), ისევე როგორც იასაული, მხოლოდ უფრო მაღალი რანგის. მას სასახლის დაცვა ევალებოდა. ექვემდებარება ეშიკაღასბაშსა და ბოქაულთუხუცესს. მისი ფუნქცია საპოლიციო ადმინისტრაციული ხასიათისაა. ისინი მეფისა და მისი დარბაზის მცველები არიან. გარდა ამისა მათ ევალებოდათ გადაწყვეტილების და განაჩენების სისრულეში მოყვანა. ყოფილა ერთი ყაფიჩიბაში და 15 ყაფიჩი. ზოგიერთი ცნობით კი 26.

2. ყაფიჩიბაში - მეკარეების, მცველების უფროსი.

3. რეგისტრირებული რუსული ადმინისტრაციის მიერ 1819 წ. 20 დეკემბერს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.