ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა დარბაზბატონ სარდალ რევაზ ამილახვრისა და მორიგის მინბაშ გიორგი ამილახვრისადმი, ზემო ქართლში მორიგეების დროზე გაყვანის და მორიგეში დაკლებული ხალხის განწესების მიხედვით დაჯარიმების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1774 წ. 23 აგვისტო
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

შიფრი
1448/1376
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
110
მასალა

ქაღალდი ღია ყავისფერი მუქი ლაქებით, შესრულებული შავი  მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
339X148
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი რამდენიმე ადგილას

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უΩბ (1774), აგვისტოს კგ (23)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. დარბაზი - მეფესთან არსებული ფეოდალების სათათბირო ორგანო XI-XVIII სს. საქართველოში. ი. ჯავახიშვილის თვალსაზრისით, დარბაზი ეწოდებოდა როგორც სამეფო სასახლეს, ისე სამეფო საბჭოს, დარბაზის წევრებს — „დარბაზის ერნი“, დარბაზის სხდომას — „დარბაზობა“. დარბაზბატონი - ხელმძღვანელი სათათბირო ორგანოსი, ემორჩილებოდნენ სამეფო საბჭოს წევრები.

2. მესტუმრე/მემანდარი/მეხმამდარი - 1. მეფის კარის მოხელე. ექვემდებარებოდა ეშიკაღასბაშს.  ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემითXVII ს-ში მეფე როსტომმა მესტუმრეს მემანდარი უწოდა და მას შემდეგ საბუთებში ორივე ტერმინი გვხვდება ერთი და იგივე მნიშვნელობით. მესტუმრის  საზრუნავი სტუმრები ძირითადად უცხო ქვეყნიდან ჩამოსულები  იყვნენ. მათ მოვალეობას სტუმრებზე ზრუნვა, მათი გაცილება და გზაზე შესაფერისი დახმარების აღმოჩენა შეადგენდა. რადგან მესტუმრე უცხოელ სტუმრებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მის ფუნქციებში სამეფოს საგარეო ურთიერთობის საკითხების მოგვარებაც შედიოდა და ხშირად სხვა ქვეყნებშიც აგზავნიდნენ გარკვეული დავალების შესასრულებლად. მოხელე, რომელიც უძღვება მეფის სტუმრებს, მესუფრე. იგი ღებულობდა საჩუქრებს სოფლებიდან, რომლებიდანაც გადასახდელები იკრიფებოდა გამვლელი სტუმრების სასარგებლოდ: სოფლელები გამყოლს საჩუქარს აძლევდნენ იმისთვის, რომ გადასახდელებით ძალიან არ შეეწუხებინათ ისინი. ყველაზე დიდი შემოსავალი ასეთი გამყოლებისთვის იყო უკან დაბრუნებისას სტუმრისაგან მიღებული საჩუქარი. ყოფილა ორი მემანდარბაში და და შვიდი მემანდარი. 2. ზოგჯერ მესტუმრე ანაწილებდა მეფის მიერ შედგენილ ოქმებს და ბრძანებებს სხვა და სხვა პირებს შორის. 

3. პირი, ფ.1461, 12/110.