ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა დუდაურის ქვრივისა, გარდაცვლილი ყმების სანაცვლოდ ერთი კომლის ბოძების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა არაგვის მოურავ ქაიხოსროსადმი, ქვრივ-ობლებისთვის ერთი კომლი ყმის ბოძებისა და ყოველწლიურად თავის წილი ღალის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1774 წ. 10 აგვისტო
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/861
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
183
მასალა

ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი ყავისფერი და შავი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
227X134
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უΩბ (1774),  მარიამობის ი (აგვისტოს 10)

დამტკიცება

ბატონიშვილი გიორგი და ბატონიშვილი ლეონი

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები

ისიდორე დოლიძე. ქართული სამართლის ძეგლები, ტ.VII, 1981 წ. გვ.257-258

შენიშვნა

1. ახლავს 1779 წ. 22 ივნისის  ოქმი ბატონიშვილ ლეონისა  გოგია თულაშვილისადმი: ,,ამ შენს სიდედრს და  და შენის სიმამრი[ს] შვილს სამართლიანის ოქმით თავის ყმასა და მამულს ნურას დაუკარგავ".

2. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი. 

3. კომლი/საკომლო - გლეხის მეურნეობის ერთეული -  ,,საგლეხო მამული" ანუ ,,საკომლო". საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საკომლოს რაოდენობა განსხვავებული იყო იმის მიხედვით თუ რა დარგი იყო განვითარებული, ან მიწის ნაყოფიერება როგორი იყო.

4. ღალა (არაბ. ღალალ) - პურეულის, ყანის მოსავლის ნაწილის  გადასახადი მიწის სარგებლობისთვის მიწათმფლობელისათვის.