ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ადგილ-ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი უნდ (1766), მარტის კთ (29)
ნაიბეშიკაღასბაში იესე და ყორიასაულბაში ზაზა თარხნიშვილი
1. ნაიბეშიკაღასბაში - ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ -ზღურბლი, აღა - ბატონი, ბაში - თავი, იგივე მანდატურთუხუცესი) - მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოადგილე (ნაიბი - ვისიმე მოადგილე, შემცვლელი).
2. ყორიასულბაში (თურქ.) - პოლიციის ხელჯოხიანი (,,პყრობისა და რისხვის") საპატიო მოხელე, იასაულების უფროსი; ეძლეოდა მნიშვნელოვანი საგარეო ხასიათის დავალებები. სავარაუდოდ, ყორიასაულბაშებს ელჩებად აგზავნიდნენ მეზობელ ქვეყნებში.
3. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ.