ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

მადლობის წერილი ერეკლე II-ისა თურქეთის ,,დიდი ვეზირისადმი", თურქეთში გაყიდული ქართველი ქალ-ვაჟის გამოსყიდვისა და საქართველოში დაბრუნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1749 წ. 23 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/3027
მასალა

ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი შავი მელნით /ქსეროასლი/

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი ულზ (1749), აპრილის კგ (23)

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი საქართველოს ეროვნულ არქივის გადასცა ნოდარ შენგელიამ 1978 წ. 12 დეკემბერს.

 2. დედანი ინახება ბულგარეთში, ქ. სოფიის კირილე და მეთოდეს სახელობის სახალხო ბიბლიოთეკაში, ორიენტალისტიკის სექტორის არქივში; შიფრი: HБKM,HПTA XIX-11/21.

3. დედნის აღწერილობა ნ. შენგელიას მიხედვით: ,,დოკუმენტი დაზიანებულია, ზედა ნაწილი მოხეულია; ასევე მოხეულია ქვედა ნაწილიც და მეორე გვერდზე (verso-ზე) მიწერილი თურქული თარგმანის ნაწილი არ ჩანს. ნაწერია გამუქებულ დაობებულ ქაღალდზე შავი მელნით. ზომა 29,5X29 ... სმ“.

4. ვაზირი/ვეზირი (არაბ. სპარს.) - ეს ტერმინი არაბებისგან შემოვიდა XII ს-ის  საქართველოში და მას  ხელისუფალთა შორის პირველი ადგილი ეჭირა. ,,ვაზირი" ქართულად მინისტრთა საზოგადო სახელად იქცა და არაბთა სახალიფოსგან განსხვავებით, სადაც ხალიფას მხოლოდ ერთი ვაზირი ჰყავდა, საქართველოში რამდენიმე ვაზირი ყოფილა. თამარ მეფის დროს ოთხი ვაზირი ყოფილა: მწიგნობართუხუცესი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი. მას შემდეგ კი როცა თამარ მეფემ ათაბაგობა შემოიღო, ვაზირების რაოდენობა  ხუთი გახდა. ხოლო რუსუდანის მეფობის (1223-1245 წწ.) დროს მათი რაოდენობა ექვსი ყოფილა. უპირველესი ვაზირი მწიგნობართუხუცესი იყო, რომელსაც ემორჩილებოდნენ დანარჩენი ვაზირები. შემდეგ იყვნენ ,,სამნი ვაზირნი" - ათაბაგი, ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი. მათ მოჰყვებოდნენ ოდნავ მცირედი რანგით ,,ვაზირნი ორნი" - მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი. ,,ვაზირობა“ საქმის გარჩევას ნიშნავს.