ქაღალდი
ქაღალდი ღია ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი და მძიმე ადგილ ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უΩბ (1774), მაისის კგ (23)
ამტკიცებენ, ერეკლე II, მეფის ძე გიორგი, მორდალი ზურაბი, მდივანი სვიმონი, მდივანბეგი მზეჭაბუკი. გიორგი ქანანასშვილი, დალაქი ქიტესა; ეშიკაღასბაში იარალი იარალისშვილი
1. მეფის მინაწერი ოქმზე: ,,ამიტომ ვამტკიცებთ რომ ის თავის ოჯახზე გარჯილი კაცი იყო და ერთის კაცისათვინ რომ თავი დაუხსნევინებია და გაუაზატებია,.ამაზე ამის სახლისკაცები ვერას შეუვლენ“.
2. ახლავს ქანწილი ფოთლოვანი ორნამენტებით მოხატული შავი მელნით.
3. სუფრაჯი/სუფრაჩი - (თურქ.) სასახლის მოხელე, რომელიც განაგებდა მეფის პირად მომსახურებას. წვეულების, სუფრის ზედამხედველი. საფარეშოს მოხელე, რომელიც მეფის პირად მომსახურებასთან ერთად, ასრულებდა მეფის მიერ ნაბრძანებ დავალებებსაც. სუფრაჯი იგივე ჩუნჩარეხი/ჩუნჩენახი. ჯერ იყო ტერმინი ჩუნჩარეხი შემდეგ შეიცვალა სუფრაჯით, ქართულად მატაკარანი. დედოფალსაც ჰყავდა სუფრაჯი. მათ საპატიო ადგილი ეჭირათ სასახლის მოხელეებს შორის. იგი მეფესთან დაახლოებული და გავლენიანი პირი იყო.
4. აზატი (სპარს) - თავისუფალი, გათავისუფლებული ყმა.
5. აზატობის წიგნი - ყმობისგან გათავისუფლების წიგნი.