ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა რევაზ ამილახორისადმი, საკირეების ასამუშავებლად და გორის ციხის შესაკეთებლად გორის ბაჟის იჯარის თანხიდან ორმოცდაათი თუმნის გამოყოფის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1774 წ. 18 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1461, 12/100, 43v-44r
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
8738
მასალა

ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი შავი მელნით, 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი და მძიმე ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უÁბ (1774), მარტის იჰ(18)

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერლია პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ 1888-1898 წწ.-ში.

2. ბაჟი - 1. გადასახადი მზა საქონელზე, რომელიც გასაყიდად გაჰქონდათ; 2. გადასახადი სახელმწიფოში შეტანილ და გატანილ საქონელზე. 1639 წ. მეფე როსტომმა შემოიღო კანონი ბაჟის შესახებ - ვაჭრობის განვითარებისა და მოწესრიგების მიზნით თბილისში შემოსულ საქონელზე ბაჟის ნიხრი დაწესდა. ,,ტვირთის ხარკი"- საბა-სულხან ორბელიანი, ლექსიკონი. 1881 წ.

3. იჯარა -  უძრავი ქონების დროებით დაქირავება რაიმე განსაზღვრული ფასითა და ვადით, სათანადო ხელშეკრულების  გაფორმებით; არენდა